გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნით მოგზაურობასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს აუცილებლობის გარეშე ტურისტული მიზნით საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო პანდემიისგან ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა სექტემბერში ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად იმატა. ყურადღება გამახვილებულია აჭარის რეგიონზე. განცხადებაში გერმანიიდან საქართველოში მოგზაურობისთვის საჭირო პროცედურებისა და ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციაა წარმოდგენილი.

მეტი...

„უზრუნველყონ ადვოკატის პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა” –  მიხეილ რამიშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის მობილური ტელეფონის ჩამორთმევას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ადვოკატები აფასებენ. ისინი ფაქტს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან წვდომას უკავშირებენ და პროკურატურას მოუწოდებენ, უზრუნველყონ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა.     „ახლახანს შევხვდი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, მისი ყველა მოქმედება მისი დაცვის ქვეშ მყოფებისა და გამოძიების ობიექტურად წარმართვის ინტერესითაა განპირობებული. რაც შეეხება ადვოკატის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის მოპოვებას – იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის როგორც მობილურ ტელეფონში, ისე სხვა ელექტრულ მატარებლებზე შეიძლება ინახებოდეს არაერთი კლიენტის, სხვადასხვა სახის, პროფესიული საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაცია, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს იმოქმედონ კანონმდებლობისა…

მეტი...