“გამოდის, რომ უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის მოსაზრებით, იმისთვის რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭიდებატ, დახმარებაზე უარი არ ეთქვათ, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიადეს ბინაზე მკურნალობის მოდელზე.

“თუ უკონტროლო გავრცელებას დავარქმევთ იმას, რომ უცნობია წყაროები, ასე გამოდის, რომ უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ,“ – ამბობს მაია ბუწაშვილი.

აქვე, მაია ბუწაშვილი მე-20 საუკუნეში გავრცელებული ე.წ. ესპანური გრიპისა და კორონავირუსის შედარებისას ამბობს, რომ მეორე ტალღას გასული საუკუნის გრიპის გაცილებით მეტი ლეტალური მაჩვენებელი მოჰყვა. 

გარდა ამისა, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ესპანური გრიპის გავრცელების პერიოდთან შედარებით, დღესდღეობით მსოფლიოში ანტიბიოტიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაცილებით დიდი რაოდენობაა. მისი თქმით, ამჟამად ყოველმხრივ უფრო მომზადებულია სამედიცინო საზოგადოება, ვიდრე ეს წინა საუკუნეში იყო.  

მაია ბუწაშვილი ასვე, აცხადებს, რომ სამედიცინო საზოგადოება კორონავირსის მეორე ტალღას გაცილებით მომზადებული ხვდება.

“უკვე ჩანს ის, რომ რეალური მეორე ტალღა, სადაც არის ევროპის ქვეყნებში და ჩვენ ვიცით, რომ მეორე ტალღის დეფინიციას აკმაყოფილებს დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ძალიან ჩამოვიდა შემთხვევების რიცხვი და ამჟამად ისევ მკვეთრი აღმავლობაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სიკვდილობის მაჩვენებლებია მინიმალური უკვე ამ ქვეყნებში, რაც არ შეინიშნებოდა ესპანური გრიპის შემთხვევაში, ლეტალობა პირიქით, მეორე და მესამე ტალღაზე უფრო მეტი იყო. აქ უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ესე მძიმედ შემობრუნება არ მოხდა ამ ვირუსის, არის უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის და ეს ძალიან კარგია,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა. 

მსგავსი თემები