„ძალიან რთული იქნება სიტუაციის მართვა“ – მინისტრის მოადგილე „კორონავირუსზე“

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია „კორონავირუსის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთ მექანიზმს სამოქალაქო თვითშეგნებას ასახელებს, წინააღმდე შემთხვევაში, შიშობს, რომ პანდემიის მართვა გართულდება.   

„გარკვეული მატება გვაქვს, მაგრამ არა გეომეტრიული პროგრესით. მნიშვნელოვანია ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი – იმისთვის, რომ ინფექციის კონტროლი გავრცელება არ მოხდეს. ეს არის პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება – ნიღაბი, ფიზიკური დისტანცირება და ხელების დეზინფექცირება. ეს სამი ფაქტორი აუცილებელია. ამ წესებს თუ არ დავიცავთ, ძალიან რთული იქნება სიტუაციის მართვა. ჩვენზე უფრო ძლიერმა ჯანდაცვის სისტემებმა ვერ მოახერხეს სიტუაციის შეკავება, ვიდრე არ შემოვიდა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და დამცავი ღონისძიებები“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მსგავსი თემები