“ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია” – მარინა ენდელაძე

“ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი მძიმე პაცეინტების მდგომარეობა კეთილსაიმედოა. ზოგადად, პაციენების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. რამდენიმე პაციენტის ტესტირების პასუხს ხვალ ველოდებით. მსუბუქი პაციენტები, თუნდაც ტესტირების შედეგით დადებითი იყოს, გადაგვყავს სასტუმროებში, სადაც მათ ასევე უტარდებათ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი თემები