4 პირი დაინფიცირდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში. შუახევის მერიის განცხადებით, მერიის ის თანამშრომლები, რომლებსაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ადგილზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაიწყო ეპიდკვლევა. შუახევის მერია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს