ამირან გამყრელიძე მსურველებს მიმართავს უფასო ტესტირება ჩაიტარონ

“დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  მათი მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა.

„მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნება ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები