15 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის ოჯახი 67 წლის მამაკაცის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობას გამორიცხავს

  •  

გაუპატიურება, რომელიც სამ წელს გრძელდებოდა – 15 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 67 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ არასრულწლოვანზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

“ჩემი მეზობელი ამტკიცებს, რომ თითქოს ღამით დაინახა, როგორ იჯდა ჩემი მამათილი არასრულწლოვანთან ერთად და კონკრეტული აქტი ჰქონდა. რეალურად ჩემი მამათილი ნასვამი იყო და შარდავდა. ვკითხე, თუ ბავშვზე ძალადობდა, რატომ არ გამაგებინა? მითხრა, რომ დაიბნა და შეეშინდა,”- აცხადებს ძალადობაში ბრალდებულის რძალმა. 

“დაკითხვაზე წაიყვანეს, დააბრუნეს ისევ სახლში. მიზეზი უთხრეს, რომ ნანახი აქვთ მეზობლებს, ბავშვზე ძალადობდაო. დამტკიცებული არაფერია. შვილებს გეფიცებით, სურათები საიდან, კაცს აქვს “ნოკიას” პატარა ტელეფონი,”- ამბობს ბრალდებულის ნათესავი.

შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანს, რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. 

15 წლის მოზარდი, შიშის გამო, მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

მსგავსი თემები

One Thought to “15 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის ოჯახი 67 წლის მამაკაცის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობას გამორიცხავს”

  1. I really like reading through a post that can make men and women think.

    Also, thank you for allowing for me to comment!