ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასების გაკეთება – ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასების გაკეთება, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ რუსული კანონი გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

,,ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში”, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები