ტყუპებს ცხვირიდან და პირიდან ქაფი ამოსდიოდათ – შვილების მკვლელობისთვის დედა დააკავეს

ნიუ-იორკში მოკლული 5 წლის ტყუპების დედას მკვლელობის ბრალდება ემუქრება. ქალის დაკავების ორდერი გაცემულია და ის ამჟამად ახლომდებარე საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება.

„გაკვეთა ცხადყოფს, რომ ორივე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაახრჩეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ასამოა საავადმყოფოში გადაიყვანეს ფსიქიკური პრობლემების გამო. აქამდე რაიმე ძალადობის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. იგი ბავშვებთან და ქმართან ერთად ცხოვრობდა.

ქალმა პოლიციას უთხრა, რომ მან ბავშვები გარდაცვლილები საწოლში იპოვა. მაშინ როდესაც პოლიციამ ბავშვები იპოვა, მათ ცხვირიდან და პირიდან ქაფი ამოსდიოდათ. ქალმა თქვა, რომ სასწრაფოს მოსვლამდე მან ბავშვებს ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა.

ბავშვების მამა იმ დილით სამსახურში იმყოფებოდა და მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

მსგავსი თემები