არა რუსეთს, კი ევროპას – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქციას გამართავენ

არა რუსეთს – კი ევროპას – ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან 15 აპრილს, 14 საათზე, ისინი აქციას გამართავენ:

,,ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ.

ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა.

ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო.
-ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების შესაძლებლობას.
-უკეთესი ჯანდაცვის შესაძლებლობას
-დამოუკიდებელ სასამართლოს
-ისინი გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს და გვართმევენ ევროპას

ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ, არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.

ვინც რუსულ საქმეს აკეთებს ქართველი ხალხის მტერია.

15 აპრილს, 14 საათზე, გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.

არა-რუსეთს
კი-ევროპას”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მსგავსი თემები