მაშველებმა მშენებარე ობიექტის რიკინა-ბეტონის კონსტრუქციაში ჩავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კერძო ტერიტორიაზე, მშენებარე ობიექტის რიკინა-ბეტონის კონსტრუქციაში ჩავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს. სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.

მეტი...

ხაშურში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული სპეცტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ

ხაშრში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული სპეცტექნიკის მძღოლები ერთი კვირაა გაიფიცნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ. ცოტა ხნის წინ მისულები იყვნენ კომპანია “ავეს” ფილიალში, რომელიც გაფიცულებს სიცრუეში ადანაშაულებს. ,,მესამე თვე დაიწყო ხელფასი არ ამიღია. მიზეზებს ასახელებენ და ფულს არ რიცხავენ, არ ვიცი. დილიდან, 8 საათიდან 6 საათამდე ვმუშაობთ, ჩვენსას ვითხოვთ, სხვისას ხომ არა”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თებერვლის ხელფასი გასცეს, რაც შეეხება დაქირავებულ ტექნიკას, ხელფასი ვერ გადაიხადეს, რადგან თანხა მათთან ჩარიცხული არ ყოფილა. ,,გუშინ შემოვიდა ძალიან მცირე თანხა, რომელიც გავყავით შუაზე, ნახევარი გადავიხადეთ დაქირავებული…

მეტი...

სისტემატურად ძალადობა ცოლზე, დაშორების შემდეგ მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა – დაკავებულია პოლიციელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა. გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით…

მეტი...

ჯამში 1 789 440 ლარის მიზნობრივი აგროკრედიტი აიღეს, თანხა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს – 26 პირის მიმართ დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო. უწყების თქმით, ბრალდებულებმა 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან ჯამში 1 789 440 ლარის მიზნობრივი აგროკრედიტი აიღეს, თანხები კი პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ, 2018-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული იქნა ჯამში 1 789 440 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას, წვრილფეხა პირუტყვის…

მეტი...

რუსეთის შსს-მ ძებნა გამოაცხადა ქალზე, რომელიც ორ შვილთან ერთად საქართველოში გადავიდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ლიდია პრუდოვსკაიაზე, რომელიც საქართველოში გადავიდა ორ შვილთან ერთად, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო. მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბარათში აღნიშნულია, რომ პრუდოვსკაია იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ რომელი მუხლით არ არის მითითებული. ქალი არხანგელსკის ოლქის ქალაქ მირნიში ცხოვრობდა. 2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა არმიის დისკრედიტაციის მუხლით, სოციალურ ქსელ VKontakte-ზე ოთხი პუბლიკაციის გამო, რომლებშიც ის წერდა რუსეთის არმიის დანაშაულებრივ ქმედებებზე უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ბუჩაში. ამ მუხლით ქალს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.…

მეტი...

საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით! – სტუდენტები 15 აპრილს პარლამენტთან აქციას მსვლელობით შეუერთდებიან

ორშაბათს, 15 აპრილს, სტუდენტები პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან 12:00 საათზე დაიწყება. ,,ხელისუფლების ავტოკრატიული ვნებებით გაცხადებული პოლიტიკა – საქართველოს ევროპული მომავლის განეიტრალება და ქვეყნის სრული რუსეთიზაცია, ფინალურ ფაზაში შედის. მოქალაქეების შეურაცხყოფის, მოტყუების, დამცირებისა და გადაგდების შედეგად 1 წლის თავზე ისევ უკან აბრუნებენ რუსულ კანონს, რომლის რეალური მიზანიც თავისუფალი საზოგადოების ტოტალური კონტროლი, მათი სტიგმატიზაცია და გაჩუმებაა, თავისუფალი ხმის ჩახშობა, დასავლეთის მტრულ ძალად შერაცხვა, რომელიც თითქოს საქართველოში ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობას აფინანსებს. ცივილიზებული სამყაროსგან წამოსული არაერთი მკაცრი მოწოდების მიუხედავად, რეჟიმი შარშანდელისგან განსხვავებით,…

მეტი...

სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შეჩერდეს მშენებლობა – ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ყაზბეგის #34-ის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო, რამდენიმე თვის შემდეგ კი მათ კორპუსს ბზარები გაუჩნდა. მოსახლეობა ითხოვს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაკეთდეს, თუ რამდენად უსაფრთხოა მიმდინარე სამუშაოები გვერდით მდებარე კორპუსის მოსახლეობისთვის, დასკვნის მომზადებამდე კი პროცესში შეჩერდეს. მათ გუშინ საღამოს კომპანიის ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ,,რაც მშენებლობა დაიწყო, ჯერ იყო მიწისძვრასავით რყევები, რამაც გამოიწვია დაბზარვა კორპუსის. ამდენი თვეა მოვითხოვთ ამ კომპანიისგან, რომ ჩვენც ჩაგვრთონ ამ პროცესში, სამხარაულის ექსპერტიზაც მოვითხოვოთ, რომ დაწეროს რა გავლენაა მოხდენილი ამ მშენებლობის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა იყო

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 03:31 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ქალაქ ახალი ათონთან, სოფელი სანჩარა იყო.  

მეტი...

,,არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქცია 15 აპრილს, 10:00 საათზე ჩაინიშნა

სამოქალაქო მოძრაობებმა და სტუდენტურმა ორგანიზაციებმა ,,რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 15 აპრილს, 10:00 საათზე ჩანიშნეს. ,,15 აპრილს 10 საათზე საქართველოს პარლამენტის უკან გაიმართება აქცია „არა რუსულ კანონს!“. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები და სტუდენტური ორგანიზაციები: ტალღა, ჯიუტი კარი, მწვანეები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის, თაობათა გაძლიერების ქსელი, ფონდი ფემინა. ორშაბათს, 15 აპრილს დილის 10 საათზე საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა. ეს არის გადამწყვეტი დღე, თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება. იურიდიული კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, მათ უკვე შეეძლებათ რუსული კანონი გაიტანონ პლენარულ სხდომაზე, სადაც პირველი…

მეტი...

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 2კმ-ში, მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მეტი...

აფხაზეთის ავტონონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევნები გაიმართა. საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას კანდიდატურა. გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით შემდეგი 5 წლის ვადით ნუგზარ მგალობლიშვილი და თამაზ ხუბუა აირჩიეს.

მეტი...

უკვე მეხუთე დღეა, აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ

უკვე მეხუთე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 წლის ნიკა ხაჭაპურიძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. ,,ვეძებთ 5 დღეა, თუ ვინმემ სადმე ნახეთ, ბოლოს ნიუ ჯერსიში იყო Roxbury township ტერიტორიაზე. კარგად დააკვირდით ყველას გთხოვთ და თუ სადმე შეგხვდათ ან შეხვდით ამ ნომერზე დაგვიკავშირდით – +1845-837-8676″, – წერენ ახლობლები.

მეტი...