მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგში დარღვევა დადგინდა, სახელმწიფოს ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია – TI

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის განხილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. საქმეების ჩამონათვალს “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს.

საქმეები:
სანდრო გირგვლიანის საქმე;
სულხან მოლაშვილის საქმე;
გიორგი მიქიაშვილის საქმე;
ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე;
პაატა როსტომაშვილის საქმე;

ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება.

მსგავსი თემები