უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ბოლო ორი დღის განმავლობაში უზენაესმა რადამ კანონპროექტში თითქმის 4000 ცვლილება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მიღებული იქნა ყველა ის ნორმა, რასაც ხელისუფლება მოითხოვდა. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მოაწეროს და ამის შემდეგ, ის ერთ თვეში ამოქმედდება.

დოკუმენტი ავალდებულებს 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქეს, დარეგისტრირდეს სამხედრო სამსახურში და ეს ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებლებსაც. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის გარეშე, უკრაინელებს საკონსულო მომსახურება არ ექნებათ. მობილიზაციისთვის გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდა. ხოლო მათთვის, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სამსახურს, ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში, მათ შორის, ვერს სამართალდამცავ ორგანოებში, შეიძლება ჩამოერთვას მართვის მოწმობაც. ჯარიმები გაიზრდება ჯარისგან თავის არიდების შემთხვევაში.

გადავადება, ან გაწვევიდან გათავისუფლება ეხევათ შშმ პირებს, სამი და მეტი მცირეწლოვანი შვილის მამებს, სამართალდამცავებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც მიიღებენ პირველად განათლებას, სამეცნიერო და პედაგოგიურ სფეროში.

მსგავსი თემები