ეს არის გაკვეთილი ოპოზიციისთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს – შალვა პაპუაშვილი

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა. ეს არის გაკვეთილი ოპოზიციისთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც საქართველოს მხარეს დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კიდევაც და მგონი, თავადაც კარგად ხვდებიან, სად იმყოფება ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს. ხოლო ვინც საქართველოს მხარეს დგას, იმას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის გაკვეთილი მათთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები