თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება

თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება – ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი თაობა” სოციალურ ქსელში ავრცელებს და სტუდენტებს  თსუს ეზოში 12:00 “ბრძოლისკენ” მოუწოდებს.

თსუ-ს სტუდენტური კლუბი “თავისუფალი თაობა” უერთდება 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დავიცავთ იმ ძირეულ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც უნივერსიტეტის კედლები, ისტორია მუდამ თან ატარებს.

“შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ” – ივანე ჯავახიშვილი – 1921 წლის თებერვალი, მიმართვა იუნკერებს.

ბრძოლის დროა! 15 აპრილს, 12:00, თსუ-ს ეზოში!” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები