ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მოსე თოიძის ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მოსე თოიძის ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა.

ღონისძიება მოსე თოიძის ქუჩის ბინადარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, გასტერილებული და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს.

სააგენტოს მობილური ვეტკლინიკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და მიუსაფარ ცხოველებს სხვადასხვა მისამართზე მათზე მზრუნველი ადამიანების ჩართულობით ასტერილებს.

მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მსგავსი თემები