კაცი, რომელმაც საკუთარი ცოლი ჯერ დანით დაჭრა, შემდეგ კი გაგუდა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ბრალდებულს საკანში მას შემდეგ მოათავსებენ, რაც საავადმყოფოს დატოვებს. ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ჯერ დანით მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი დაახრჩო. სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თავადაც მძიმე დაზიანებები მიიყენა, რის გამოც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ადვოკატმა თავისუფლების სანაცვლოდ 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი თემები