საპენსიო სააგენტოს აქტივები 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს

2024 წლის 31 მარტის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 503 ათასი ადამიანია, ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4.8 მლრდ ლარს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 958 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 29 257 490 ლარი.

ამასთან, საპენსიო სააგენტო, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელების მოგებიანობის შედეგებსაც აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, პორტფელების მიხედვით, 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

კონსერვატიული პორტფელი 6.27%
დაბალანსებული პორტფელი 7.73%
დინამიკური პორტფელი 8.26%

მსგავსი თემები