,,ეს აუცილებლად იქნება საუბრის თემა პრემიერ კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის” – ელჩი რუსულ კანონზე

რუსული კანონი პრემიერ კობახიძისა და კანცლერ შოლცის საუბრის თემა აუცილებლად იქნება, – განაცხადა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერმა.

,,პრემიერმინისტრი ხვალ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც შეხვდება კანცლერ შოლცს. გერმანია გამოთქვამს შეშფოთებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ის არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს. ეს აუცილებლად იქნება საუბრის თემა პრემიერ კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის”, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გერმანიაში დღეს გაემგზავრა. გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ის ხვალ, 12 აპრილს შეხვდება.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩი გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და “რუსულ კანონთან” დაკავშირებით ესაუბრა.

მსგავსი თემები