თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ? – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 11 აპრილს, პარლამენტში მედიასთან საუბარში შეაფასა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის კომენტარი, რომელიც „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას შეეხება. დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, “არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის”.

მამუკა მდინარაძემ, როგორც თავად თქვა, “უტრირებითა” და “ოდნავი დრამატიზებით” შემდეგი შედარება გააკეთა:

„ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ? და ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს? მე მგონია, რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დრამატიზირებისა და უტრირებისთვის დიდი ბოდიში. თუკი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან, რომ, მოდი, თქვენ ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან, კარგია, ესენი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ თუ უნდა გავაგრძელოთ?!“

მამუკა მდინარაძის ამგვარ დაშვებას, როგორც თავად უწოდებს: „ხვალ რომ ასეთი კონფიგურაცია დალაგდეს”, სოციალურ ქსელში შეფასებები მოჰყვა:

“ვინ კრძალავდა ქართულ ენას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში? ვის ჰქონდა მცდელობა გაგანია კომუნისტების დროს სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთვა ქართულისთვის? ამერიკას და ევროპას?”

“პირიქით კი იყო. რუსეთი კრძალავდა ქართულად წერა-კითხვას და განათლებას. მაშინაც ახალგაზრდობამ იმარჯვა.”

“ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც გითხრა ქართულად აღარ ილაპარაკოო რუსეთი იყო ისტორიაში”, – წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შედარებას აღშფოთებით გამოეხმაურა მწერალი ლაშა ბუღაძე.

მსგავსი თემები