ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ – მელია მდინარაძეზე

,,ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სპორტსმენებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ პოლიტიკაში

,,ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით.

ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე.

ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა”, – წერს ნიკა მელია.

მსგავსი თემები