მოიხსნას დაფინანსების ზედა ზღვარი – ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს დროს სამშაბათამდე აძლევენ

ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს ვადას სამშაბათამდე აძლევენ და პასუხს ელოდებიან მთავარ კითხვაზე – მოიხსნება თუ არა პაციენტებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების 25 000 ლარიანი ზღვარი.

თუ სამშაბათამდე ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხი არ იქნება, ონკოლოგიური პაციენტები პერმანენტული აქციების დაწყებას აანონსებენ.

,,3 ადამიანის პრობლემის გადაჭრა არ ნიშნავს ზოგადად პრობლემის გადაჭრას. აი ის ადამიანი მოვიდა მიხეილ სარჯველაძესთან და შეხვდა მას, თუმცა ის ადამიანი, ვინც ვერ ხვდება არ აქვს საშუალება, ვერ მოდის, ჩვენამდე ვერ მოდის რეგიონების მოსახლეობას რას ვეუბნებით. გავიდა დრო და ადამიანების სიცოცხლე მოკვდება. ძალიან დიდი დრო გჭირდებათ ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საქმისთვის, როდესაც თქვენ გჭირდებათ ერთ დღეში შეგიძლიათ კანონი შეცვალოთ. ერთი კვირა გაქვთ ვადა, რომ გაგვაგებინოთ, თუ რა გააკეთეთ ამ ერთ კვირაში”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი თემები