აქცია ბათუმის სასამართლოსთან – ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულის დასჯას ითხოვს

ქმრის მიერ მოკლული 32 წლის მელანო ქიძინიძის ოჯახის წევრები ბრალდებულის, რაულ დეკანაძის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მოკლული ქალის ოჯახის წევრები და ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

მკვლელობა ორი კვირის წინ აჭარის მაღალმთიანეთში მოხდა. ქმარმა ახალგაზრდა ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი ცივი იარაღით გამოჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. დეკანაძე ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

მსგავსი თემები