“გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას” – მინისტრი

„საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა სავალდებულო რეფორმას საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში. გამჭვირვალობის შესახებ კანონი  ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ილია დარჩიაშილის თქმით, მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალეობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალეობასთან.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი“. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველ ხალხის წინაშე.“

მსგავსი თემები