“დათომ სიარული და მეწყრისგან გამოღწევა იმიტომ ვერ შეძლო, რომ..“-შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და პასუხობს კითხვას, „როგორც ცდილობს გადარჩენას“.

„ვცდილობ ვიყო კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან.. ვიზრუნო მათზე, როგორც ამის საშუალებას მაძლევს ჩემი ემოციური მდგომარეობა.. ვცდილობ ფიქრისთვის წამი არ მოვიტოვო, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად მარტო ვარ.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი გონება 3 აგვისტოს ბოლო მიმოწერას და 4 აგვისტოს ტალახიან შოვს ატრიალებს განუწყვეტლივ და იმას, რომ დათომ სიარული და მეწყრისგან გამოღწევა იმიტომ ვერ შეძლო, რომ..“, – წერს ია მერებაშვილი.

 

მსგავსი თემები