იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერზე უკვე გამოქვეყნდა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 15:25 საათზე გაიმართება.

თბილისში ჩამოსვლამდე, 17 მარტს ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მომდევნო დღეს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. 19 მარტს დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰან ხაჩატურიანსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს.

მსგავსი თემები