ყალბი ფულის შენახვა-გასაღება – ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

ყალბი ფულის შენახვასა და გასაღებაში ბრალდებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა.
არც ერთ ბრალდებულს დღეს დუმილი არ დაურღვევია. ეგვიპტის და ერაყის მოქალაქე მამაკაცები დანაშუალს არ აღიარებენ.

როგორც გაირკვა, სუს-ი ბრლადებულების კვალზე ოპერატიული ცნობის საფუძველზე გავიდა. შეტყობინება ლილუაშვილის უწყებას მიაწოდა პიროვნებამ, რომელმაც ბრალდებულებისგან ყალბი დოლარის კუპიურები შეიძინა.

დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს.

ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანარჩენ დეტალებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულთან მიმართებით აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც აუცილებლად სააპელაციო  წესით გავასაჩივრებ”, – ამბობს ადვოკატი.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოადგილე გიორგი ლილუაშვილის ცნობით, მოპოვებული იქნა როგორც ფარული ვიდეო, ასევე აუდიოჩანაწერები და შემდგომში დაკავება მოხდა უშუალოდ გასაღების ფაქტზე.

გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს როგორც ყალბი ფულის წარმომავლობის, ისევე სხვა ფაქტებთან მიმართებით, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გასაღებაში დახმარება ბრალად ედება ერაყის მოქალაქეს, ხოლო უკანონო შეძენაშენახვაგასაღებაში ბრალად ედება ეგვიპტის მოქალაქეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მოპოვებული იქნა როგორც ფარული ვიდეო, ასევე აუდიოჩანაწერები და შემდგომში დაკავება მოხდა  უშუალოდ გასაღების ფაქტზე. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, დაკავებულია პირი, რომელსაც შესთავაზეს ფულის ყიდვა მისი განცხადების საფუძველზე“, – ამბობს პროკურორი.

როგორც სუს-ი ამბობს, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.

საქმეზე გამოძიება 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

მსგავსი თემები