რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამარხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“, ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები.

რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს.

არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.

მსგავსი თემები