ის ბანდიტია – ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანოს ამაში თავისი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, ის ბანდიტია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას როგორც უკრაინისთვის, ასევე, ღაზის სექტორისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

 

მსგავსი თემები