მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

მასშტაბური გატაცება მექსიკის საზღვართან – “მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ უკვე სამი დღეა 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ქალებიც არიან,თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები.

არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლეტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ.

ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენშეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანასიარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ.” წერს ერთერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში

გატაცებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. მასშტაბური გატაცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მექსიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

 

მსგავსი თემები