ირაკლი კობახიძემ ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას, ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

მსგავსი თემები