,,დაღუპულთა შორისაა ზაქრო მათიაშვილი, ჩვენი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე” – წითელი ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმას მათი მოხალისე ემსხვერპლა. ორგანიზაცია დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები