„ეს შეხსენებაა, რას წარმოადგენს პუტინი“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტიც ავრცელებს. როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, დამნაშავე პუტინი და მისი რეჟიმია.

„შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იმფორმაციით. პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია. ეს არის საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი. უნდა გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ავტოკრატიის წინააღმდეგ დადგომას“, – აცხადებს უსრულა  ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ  რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დღეს რუსეთის კოლონიაში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები