უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

„ბერლინში სახელმწიფო ლიდერებმა ხელი მოაწერეს უპრეცენდენტო შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ უკრაინასა და გერმანიას შორის.

ეს არის მეორე შეთანხმება, გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერთ” – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები