ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებთან შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებისა და მათი უფლებადამცველების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, პაციენტებს ჰქონდათ იმედი, რომ მინისტრს ან მის მოადგილეს შეხვდებოდნენ, თუმცა შეხვედრა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა გააკეთა უწყებამ ამ წლების განმავლობაში. ვერ დასახელდა თარიღი, როდის შემოვა ქვეყანაში კონკრეტული მედიკამენტები, ასევე, დაფინანსდება თუ არა დამატებით სერვისები.

ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები ითხოვენ, გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი.

შეხვედრის კიდევ ერთი დამსწრე ამბობს, რომ ვერ მიიღეს კითხვებზე კონკრეტული პასუხები “ჩვენ არ გვაქვს მოლოდინის რეჟიმისთვის დრო, ამ ადამიანების სიცოცხლისთვის ერთი დღეც კი გადამწყვეტია, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს”.

მსგავსი თემები