რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსი აქტივისტები მივიდნენ

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსი აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ. ისინი ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას სწორედ პუტინს აკისრებს.

მსგავსი თემები