მარია ზახაროვას თქმით, NATO-ს ქვეყნების ლიდერების მყისიერი რეაქცია ნავალნის მკვლელობაზე, თვითგამომჟღავნებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე საუბრობს და ისრები NATO-ს ქვეყნებისკენ გადააქვს:

„ნატოს ქვეყნების ლიდერების მყისიერი რეაქცია ნავალნის მკვლელობაზე რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებების სახით, თვითგამომჟღავნებაა. სასამართლო ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ დასავლეთის დასკვნები უკვე მზადაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები