რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ციმბირში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა Meduza-ც ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს.

ნავალნი ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი თემები