უკრაინა-გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

უკრაინასა და გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ოლაფ შოლცმა მოაწერეს.

,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის”, – თქვა ნიკიფოროვმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი შეთანხმებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

,,ისტორიული ნაბიჯი. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ”, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები