„ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა“ – ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს ეხმაურება და ამბობს, რომ პატიმარი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა:

„საშინელებაა, რომ მამაცი, უშიშარი ხმა, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას, საშინელი მეთოდების გამოყენებით გააჩუმეს. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, მის შვილებთან, მის მეგობრებთან და თანამშრომლებთან არის“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

ცნობისთვის, ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში მოინახულა, როდესაც რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მერკელი ნავალნის მხარს აქტიურად უჭერდა.

მსგავსი თემები