გაერო ალექსეი ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ალექსეი ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს:

„თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა..

ამ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით”.- აღნიშნულია განცხადებაში.

გაეროს ოფისი თქმითვე, არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ვოლკერ ტურკმა გასული წლის ზაფხულში საჯაროდაც მოითხოვა მისი გათავისუფლება და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებდა რუსეთის მიერ სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები