„პუტინის რეჟიმმა პერსონალურად უნდა აგოს პასუხი“ – ნავალნის მეუღლე

ალექსეი ნავალნის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და მომხდარში პუტინის რეჟიმს ადანაშაულებს.

„ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი არსებობს, რომელიც ახლა მძვინვარებს რუსეთის ფედერაციაში, ეს პუტინი და მისი რეჟიმია. პუტინი არის პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე და მათ პერსონალურად უნდა აგონ პასუხი რაც ხდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის“ – ეს განცხადება ნავალნის მეუღლემ მიუნჰენის კონფერენციაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ციმბირში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები