„შოკირებული ვარ“ – ჯოზეფ ბორელი ნავალნის გარდაცვალებაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ალექსანდრ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

„შოკირებული ვარ მედიის ინფორმაციით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას დაუთმო. მოდით ნათელი ვიყოთ. პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია,” – წერს ჯოზეფ  ბორელი.

შეგახსენებთ,  რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დღეს ციმბირის ციხეში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები