ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. ცნობილია, რომ დაგეგმილია პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრა და უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.

ცნობისთვის, ელისეის სასახლეში შეხვედრების დასრულების შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში დაბრუნდება, სადაც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონფერენციის მონაწილეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინასა და გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

მსგავსი თემები