შოვში შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადი კიდევ ჩამოვიდეს, დაუშვებელია მშენებლობები – გეოლოგების გაფრთხილება

გეოლოგები, რომლებიც გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას გაეცნენ, ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც მოსალოდნელია ღვარცოფული მასის ჩამოსვლა, დაუშვებელია სტიქიის ზონაში ახალი მშენებლობების დაწყება.

,,დღესაც უნდა ვიგულისხმოთ და ვივარაუდოთ, რომ 13-სართულიანი შენობის აშენება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ეს მოვლენა, შესაძლებელია – იურიდიულად კი, მაგრამ ახლა ამ დასკვნაში მკაფიოდ წერია, არ შეიძლება, იმიტომ, რომ დასკვნა ამბობს, რომ კიდევ შესაძლებელია ასეთივე ჩამოსვლა, ანუ ზემოთ ისეთი გეოლოგიური პროცესებია, რომ შესაძლებელია კიდევ მოხდეს ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა ამ გლობალური ნაკადის ფონზე”, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

,,შოვის ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება. ახლა გახდა ცნობილი, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემა შეიძლება გვქონდეს. პატარა ღვარცოფები, რომელიც ჩამოდიოდა ისტორიულ წარსულში, არ იყო საკმარისი, კვლევის მიდგომებიც არ იყო დამკვიდრებული და საკმარისი რომ ეს თავიდან არიდებულიყო,“ – ამბობს გეოლოგი.

ცნობისთვის, შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – ამ რეკომენდაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს შოვში დატრიალებული ტრაგედიის შეფასებისას.

მსგავსი თემები