რუსეთი ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთს ადანაშაულებს

რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკვლელობაში დასავლეთს ადანაშაულებს.

„ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ის ხელმძღვანელობა, შოლცი, სუნაკი და ზელენსკი. სწორედ ისინი, ვინც მიიღეს უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილებები და მიჯაჭვულნი არიან თავიანთ პოზიციებზე, სარგებლობენ მისი სიკვდილით“, – განაცხადა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები