„ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება, როგორი შემაძრწუნებელია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს ეხმაურება:

„ალექსეი ნავალნის სიკვდილი ციხეში არის მკაფიო შეხსენება, როგორი შემაძრწუნებელია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა. ჩემი გულახდილი ფიქრი მიმართულია მისი ოჯახის, ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე რუსის მიმართ და იმ ხალხის მიმართაც, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის რუსეთის შიგნით და მის გარეთაც” – აცხადებს მაია სანდუ.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები