მკვლელობა ავლაბარში

თბილისში, ავლაბარში 40 წლამდე მამაკაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა.

ცნობილია, რომ პირი, რომელმაც სროლა განახორციელა, ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები