საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

უკრაინული მედია იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონი კიევში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო.

როგორც მედია იუწყება, ვიზიტის გადადების მიზეზი უსაფრთხოებაა.

მედიის ცნობით, დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტი. საფრანგეთის პრეზიდენტს 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ უნდა გამოეცხადებინა.

მსგავსი თემები