რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ი წერს, რომ რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, სიაში კიდევ 3 პოლიტიკოსია. რეგისტრირებული კანდიდატები ახლოს არიან პუტინის შეხედულებებთან და მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში.

ცნობილია, რომ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და არა მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის” კანდიდატად.

ცნობისთვის, პუტინიდ ომი უკრაინაში უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ოკუპანტების სისასტიკეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ომის გამო მილიონობით უკრაინელი დევნილად იქცა.

მსგავსი თემები